GLA  კ. აფხაზის ქუჩის რედიზაინის პროექტში მიიღებს მონაწილეობას

GLA კ. აფხაზის ქუჩის რედიზაინის პროექტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) მონაწილეობას მიიღებს კოტე აფხაზის ქუჩის რედიზაინში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის - მობილობა ქალაქებისთვის (Mobility4Cities) ფარგლებში.

პროექტის მიზანია კოტე აფხაზის ქუჩის, როგორც თბილისის ერთერთი მნშივნელოვანი ტურისტული კორიდორის მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნულ პროექტში, GLA -ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს კოტე აფხაზის ქუჩაზე და მის მიმდებარე სატრანსპორტო კვანძებზე სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების დეტალური შესწავლა და საერთაშორისო კონსულტანტების დახმარება მდგრადი ტრანსპორტის განვითარების კონცეფციის შემუშავებაში.

ურბანული და მდგრადი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს GLA-ს ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. 2016 წლიდან, GLA აქტიურად არის ჩართული ურბანული  სატრანსპორტო სისტემების დაგეგმვაში.  2019 წელიდან, დანიურ კომპანია Ramboll-თან თანამშორნლობით GLA მონაწილეობს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების გეგმის (SUMP) შემუშავებაში. 2020 წლიდან იგი ჩართულია ვ. გორგასლის და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის (SUM) მდგრადი ტრანსპორტის კონცეფციის განვითარებაში, რომელიც ასევე ხორციელდება  GIZ-ის მიერ.