"/>
GLA ნოვას მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება

GLA ნოვას მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება

აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პრორგამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) დაიწყო პროექტი, რომელიც ეხება შპს ნოვას მიწოდების ჯაჭვის და ლოგისტიკური პროცესების შესაძლებლობების გაძლიერებას.

 პროექტის უმთავრესი მიზანია ნოვას პერსონალის გადამზადება მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის და ლოგისტიკის მიმართულებით. პროექტის ფარგლებში GLA განახორციელებს საჭირო კომპეტენციების და უნარების კვლევას, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდება კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების პროგრამა, როგორც სტრატეგიულ ასევე ოპერაციულ დონეებზე. პროექტი ასევე მოიცავს საპილოტე ტრენინგების ჩატარებას თბილისსა და რეგიონებში, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებას ნოვას 50-ზე მეტი თანამშრომელი.

 პროექტის ფარგლებში GLA ნოვას დაეხმარება ლოგისტიკის ტრენინგ-ცენტრის შექმნაში, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ნოვას მიწოდების ჯაჭვში ჩართული პერსონალის გადამზადებას და ამით ხელს შეუწყობს კომპანიის ლოგისტიკური ქსელის მდგრად განვითარებას.