სიახლეები

GLA-მ საგა იმპექსში ტრენინგი ჩაატარა - 24 მარ 2017


საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) საგა იმპექსის მენეჯერებს ჩაუტარა კორპორაციული ტრენინგი შესყიდვებსა და ლოგისტიკის მენეჯმენტში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კატეგორიისა და საწყობის მენეჯერებმა, ასევე ლოგისტიკური პროცესების დაგეგმარებასა და მართვაში ჩართულმა სხვადასხვა რგოლების ხელმძღვანელებმა. 

ტრენინგის ერთერთი უმთავრესი თემა იყო შესყიდვების მართვა. კერძოდ, მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვა, მიმწოდებლების შეფასება, მარაგების დაგეგმვა და მომგებიანობის ანალიზი, მარაგების მართვის სტრატეგიები. გარდა ამისა ტრენინგმა მოიცვა ისეთი საკითხები როგორებიცაა სასაწყობო ლოგისტიკა, ტრანსპორტირება, ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობის შეფასება და კონტროლი.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილებს. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მიწოდების ჯაჭვის სფეროში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას და მიეღოთ მონაწილეობა სიტუაციური მაგალითების (Case studies) განხილვაში.

2014 წლიდან GLA აქტიურად ატარებს კორპორაციულ ტრენინგებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. ტრენინგს უძღვებოდნენ GLA-ს ინსტრუქტორები, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში. GLA-ს მომხმარებლები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ვაჭრობის, წარმოების და ლოგისტიკის სფეროებიდან.
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

FDxsc