ზურაბ საპანაძე

ზურაბ საპანაძე

დირექტორთა საბჭოს წევრი

ზურაბ საპანაძეს აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, ინტეგრირებული ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის მიმართულებით. ზურაბი ფლობს ბერლინის მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ევროპული სკოლის მაგისტრის ხარისხს ლიდერობაში ანალიზისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტში (EMBA).

2019 წლიდან ზურაბი არის DHL Global Forwarding-ის საქართველოს და აზერბაიჯანის წარმომადგენლობების მმართველი მენეჯერი. როგორც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ლოგისტიკური კომპანიის რეგიონალური მენეჯერი, ზურაბი ემსახურება მსოფლიოში წამყვან კომპანიებს სხვადასხვა სფეროებიდან: გაზი და ნავთობი, საცალო ვაჭრობა და დისტრიბუცია, წარმოება და მშენებლობა.

2014-2019 წლებში, ზურაბი ხელმძღვანელობდა კომპანია ჯორჯიან ექსპრესს, DHL Global Forwarding and DHL Express-ის ექსკლუზიურ აგენტს საქართველოში. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ზურაბმა განავითარა საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანია. იგი იყო ერთ-ერთი პიონერი ქვეყანაში, რომელმაც განავითარა ლოგისტიკის აუთსორსინგის სერვისი (3PL) და გარდაქმნა კომპანია საქართველოში წამყვან სერვის პროვაიდერად ელექტრონული კომერციის ლოგისტიკაში.

ზურაბი შეუერთდა GLA-ს დირექტორთა საბჭოს 2017 წელს. იგი არის GLA-ს განათლების კომიტეტის წევრი და ეხმარება ასოციაციის გუნდს ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში დუალური პროფესიული განათლების განვითარებაში.