გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი

დირექტორთა საბჭოს წევრი

გიორგი ერისთავს გააჩნია 15 წლიანი გამოცდილება წარმოებასა და დისტრიბუციის მენეჯმენტში. როგორც არტი ჯგუფის ლოგისტიკის ხელმძღვანელი და შემდგომში საქართველოში წამყვანი სამთო-მომპოვებელი კომპანიის სს „მადნეულის“ კომერციული დირექტორი, იგი აქტიურად იყო ჩართული ლოგისტიკის ოპტიმიზაციისა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის მართვაში. მას განხორციელებული აქვს სხვადასხვა ლოგისტიკური პროექტები, რომლებიც უკავშირდება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში მიწოდების ჯაჭვის პროცესების გაუმჯობესებას და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოში.

2011 წლიდან გიორგიმ გააფართოვა ლოგისტიკური პროექტების მართვის გეოგრაფიული არეალი და როგორც ამერიკული კომპანია PepsiCo-ს მენეჯერს ეჭირა სხვადასხვა წამყვანი პოზიციები დსთ-ს რეგიონში. 2020 წლიდან, როგორც მიწოდების ჯაჭვის უფროსი მენეჯერი ხელმძღვანელობს PepsiCo-ს ლოგისტიკისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს სამხრეთ კავკასიაში, უკრაინაში, ბელარუსსა და ცენტრალურ აზიაში.

გიორგის მიღებული აქვს აშშ-ს ოლდ დომინიონ უნივერსიტეტის სტრომის კოლეჯის საზღვაო ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი.

გიორგი არის GLA-ს თანადამფუძნებელი. იგი პირველივე დღიდან შეუერთდა ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს. გიორგი აქტიურად არის ჩართული სასერთიფიკატო კურსების განვითარებაში სხვადასხვა დისციპლინებში. მას ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასების სისტემების დანერგვაში ქართულ კომპანიებში.