პროფ. გიორგი დობორჯგინიძე

პროფ. გიორგი დობორჯგინიძე

თავმჯდომარე

გიორგი დობორჯგინიძე GLA-ს თანადამფუძნებელი და მისი თავმჯდომარეა. როგორც ლოგისტიკის დარგის ერთ-ერთ პიონერს, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში თანამედროვე ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის განვითარებაში. ბ-ნ გიორგის მოპოვებული აქვს ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლოგისტიკაში. გერმანიაში სწავლის დასრულების შემდგომ იგი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში წამყვან კონსულტანტად მოწინავე საკონსულტაციო კომპანიებში- Dornier Group, SCI Verkehr.

გიორგის აქვს 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მენეჯმენტში. 2007 წელს იგი დაბრუნდა საქართველოში და 2015 წლამდე იყო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ერთ-ერთი წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის Transcare-ს მმართველი პარტნიორი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ბოლო ათი წლის მანძილზე მან მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში ისეთი მიმართულებებით როგორიცაა სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია, ინტერმოდალური ტერმინალების და ლოგისტიკური ცენტრების განვითარება. როგორც მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და ევროკომისიის წამყვანი ექსპერტი მას განხორციელებული აქვს არაერთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორული კვლევა და შემუშავებული აქვს ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგიები სამხრეთ კავასიაში, ცენტრალურ აზიასა და უკრაინაში.

გიორგი არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლოგისტიკის დეპარტამენტის დამფუძნებელი და ამავე უნივერსიტეტში ევროპულ უნივერსიტეტებთან ლოგისტიკის ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი.

გიორგი არის ლოგისტიკის დეპარტამენტის დამფუძნებელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამ გერმანულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მას დანერგილი აქვს ორმაგი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში და იტალიელ უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ჭკვიან ლოგისტიკაში. როგორც პროფესორს სატრანსპორტო ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში, მას აქვს ათწლიანი აკადემიური გამოცდილება. გამოცემული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და არის ორი წიგნის ავტორი.