სოფიო ჯაფარიძე

სოფიო ჯაფარიძე

დირექტორთა საბჭოს წევრი

სოფიო ჯაფარიძე 2013 წლიდან GLA-ს აღმასრულებელი დირექტორია. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტს. 2011 წელს მას პირველად მოუხდა ლოგისტიკის სფეროსთან შეხება, როდესაც იგი ხელმძღვანელობდა ერთერთ მასშტაბურ IT პროექტს ლოგისტიკის მიმათულებით. მას შემდეგ სოფიო ჯაფარიძე აქტიურადაა ჩართული ამ დარგის განვითარების საქმეში. 2007 წლიდან 2020 წლამდე სოფიო იყო საქართველოში ერთერთი წამყვანი ციფრული მარკეტინგისა და ვებ დეველოპმენტის კომპანია 42 გრადუსის თანადამფუძნებელი და მისი დირექტორი.

მას აქვს 15 წლიანი გამოცდილება ინფორომაციული ტექნოლოგიებისა და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში. 2014 წლიდან სოფიო აქტიურად არის ჩართული საკონსულტაციო საქმიანობაში ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ვებპლატფორმის შექმნაში, რომელიც უკავშირდება ტვირთების ტრანსპორტირებას.

მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი ლოგისტიკაში შესაძლებლობების განვითარების და განათლების მენეჯმენტის მიმართულებით.

სოფიო ჯაფარიძე ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის დიპლომს ტელეკომუნიკაციების სფეროში და მაგისტრის დიპლომს ლოგისტიკაში