ჩვენი სერვისები

ნეთვორკინგი

GLA-ს ქსელს მიეკუთვნებიან ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვისა სფეროს როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ექსპერტები კომპანიების ტოპ მენეჯერები, აკადემიური წრის წარმომადგენლები და პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომაგენლები.

GLA ახორციელებს შემდეგი კატეგორიების ღონისძიებებს:

ვორკშოპები

 

სადაც იკრიბებიან ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები და მენეჯერები და უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებებსა და იდეებს დარგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ვორკშოპების თემატიკის შერჩევა ხება GLA-ს წევრების მიერ წინასწარ.

ლოგისტიკის დღე

 

ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ორიენტირებულია ნეთვორკინგზე და თავს უყრის ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სექტორის ლიდერებს და პოლიტიკის განმსაზღვრელებს. ღონისძიება მათ აძლევს საშუალებას გაცვალონ მათი მოსაზრებები დარგის მიმართულებების და განვითარების შესახებ, ასევე მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს ლოგისტიკის ეკოსისტემის გაუმჯობესებას. ღონისძიება იძლევა იდეალურ შესაძლებლობას მონაწილეთა შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და დარგში არსებული აქტუალური პრობლემატიკის და შესაძლო გადაწყვეტილებების განხილვისათვის.            

ტრენინგები

GLA ახორციელებს ტრენინგებს როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყები სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის შემდეგ სფეროებში:

  • მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი
  • მოთხოვნის დაგეგმვა და მარაგების მართვა
  • სასაწყობო ლოგისტიკა
  • მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასებ

ტრეინგები მოიცავს როგორც მოკლე, ასევე საშუალო და გრძელვადიან სასწავლო კურსებს, რომლებიც შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისაგან. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მისი მონაწილები შეძლებენ მიიღონ GLA-ს სერთიფიკატები.

კომპანიების დაკვეთით GLA ასევე ახორციელებს კორპორაციულ ტრენინგებს/ქოუჩინგს, რომლებიც დამკვეთის პრობლემატიკაზე და მათი გადაჭრის ღონისძიებებზეა ორიენტირებული. აღნიშნული ტრენინგები კომპანიებს სთავაზობს მათზე მორგებულ პრაქტიკულ ინტრუმენტებს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მათ ეხმარებათ ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციაში, ლოგისტიკური დანახარჯების შემცირებასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.

შესაძლებლობების განვითარება

GLA-ს პროექტები მიმართულია იმ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადასალახად, რომლებიც გამოწვეულია ინფრასტრუქტურის დაბალი განვითარებით, ცოდნის და გამოცდილების დეფიციტით და არაეფექტური მენეჯმენტით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მომხმარებლების ფართო სპექტრთან, საერთაშორისო დონორებთან, სახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო კომპანიებთან.

GLA-ს გააჩნია მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება საგანმანათლებლო პროექტების მენეჯმენტსა და შესაძლებლობების განვითარებაში. 2011 წლიდან საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობით GLA-ს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში განხორციელებული აქვს რამდენიმე უმაღლესი განათლების პროგრამა და სასერთიფიკატო გადამზადების კურსები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. GLA ახორციელებს ასევე შესაძლებლობების განვითარებას საჯარო და კერძო სექტორში შემდეგი მიმართულებებით: 

  • კომპანიების და ორგანიზაციების სტრუქტურული რეორგანიზაცია
  • ბიზნეს-პროცესების ინჟინერინგი
  • ბაზრებზე სტრატეგიული პოზიციონირება
  • ცვლილებების მენეჯმენტი
  • მენეჯმენტის ქოუჩინგი
  • ტრენერებისა და პერსონალის გადამზადება