მოსავლის შემდგომ დამუშავებასა და ხილის და ბოსტნეულის ლოგისტიკაში სასერტიფიკატო კურსების შემუშავება და დანერგვა

მოსავლის შემდგომ დამუშავებასა და ხილის და ბოსტნეულის ლოგისტიკაში სასერტიფიკატო კურსების შემუშავება და დანერგვა

განათლება და ტრენინგი

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მეურნეობის და ხილის და ბოსტნეულის საცალო ვაჭრობის სექტორების მხარდაჭერა პროდუქტიულობის ზრდაში მოსავლის შემდგომ დამუშავებასა და ხილის და ბოსტნეულის ლოგისტიკაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად GLA-მ წარმოადგინა საერთაშორისო პრაქტიკა ცივი ჯაჭვის მართვასა და ხილის და ბოსტნეულის ტრანსპორტირებაში, რომელიც შემუშავებულია და დანერგილია აშშ-ს ორგანიზაციის- Global Cold Chain Alliance-ს მიერ. პროექტის დამკვეთი იყო USAID ZRDA-ს პროგრამა საქართველოში.

 

ჩვენი მომსახურება

  • მოსავლის შემდგომ დამუშავებასა და ხილის და ბოსტნეულის ლოგისტიკაში საჭიროებების კვლევის ჩატარება
  • საჭირო ცოდნის და უნარების კატალოგის ჩამოყალიბება და სასწავლო პროგრამის შემუშავებისთვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
  • სასერთიფიკატო კურსის პროგრამის და სასწავლო მასალების შექმნა
  • საპილოტო სასერთიფიკატო კურსების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 85 მონაწილის მონაწილეობით
  • ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ დამუშავებაში სახელმძღვანელოების შექმნა და პუბლიკაცია
  • საქართველოში საგანმანათკლებლო ინსტიტუტების მხარდაჭერა მათ სასწავლო პროგრამებში ზემოაღნიშნული კურსის ინტეგრაციაში
  • საგანმანათლებლო ინსტიტუტების აკადემიური პერსონალის გადამზადება მოსავლის შემდგომ დამუშავებასა და ხილის და ბოსტნეულის ლოგისტიკაში