ლოგისტიკაში დუალური პროფესიული განათლების პროგრამის შექმნა და დანერგვა

ლოგისტიკაში დუალური პროფესიული განათლების პროგრამის შექმნა და დანერგვა

განათლება და ტრენინგი

პროექტის მიზნები

პროექტის ძირითადი მიზანი იყო დუალური პროფრსიული განათლების პროგრამის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია საწყობის ოპერირებასა და სატვირთო ლოგისტიკაში. გერმანულ კომპანია PEM Consult-თან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით, GLA-მ ჩამოაყალიბა ზემოაღნიშნული სასწავლო კურსები და დაეხმარა პროფესიულ კოლეჯებს მათ დანერგვაში. პროგრამის ფარგლებში GLA-მ გააცნო ლოგისტიკის დუალური პროგრამა კომპანიებს, რომლებიც მოღვაწეობენ ლოგისტიკის სექტორში და მოახდინა პროგრამის პარტნიორების რეკრუტირება.

 

ჩვენი მომსახურება

  • სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და მიწოდების ჯაჭვში ჩართულ კომპანიებთან ფოკუს ჯგუფების ორგანიზება
  • საწყობის ოპერირებასა და სატვირთო ლოგისტიკაში პრაქტიკული უნარების და ცოდნის დეფიციტის გამოვლენის მიზნით საჭიროებების ანალიზი
  • საწყობის ოპერირებასა და სატვირთო ლოგისტიკაში სასწავლო კურსების ჩამოყალიბება, რომელიც წარმოადგენს ლოგისტიკაში დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ნაწილს
  • პროფესიული კოლეჯების პერსონალის გადამზადება
  • პროგრამის აკრედიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მხარდაჭერა