ლოგისტიკაში ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა

ლოგისტიკაში ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა

განათლება და ტრენინგი

პროექტის მიზნები

GLA-ს მხარდაჭერით გერმანიის ვილდაუს ტექნიკურ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტმა (TH Wildau) დანერგა ლოგისტიკის ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ)პროგრამა დაფინანსებული იქნა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის (DAAD) მიერ ტრანსაციონალური განათლების პროგრამის (TNE) ფარგლებში.

 

პროექტის ფარგლებში GLA-მ შეიმუშავა ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის დარგში განათლების საჭიროების კვლევა და დაეხმარა TH Wildau-ს სტუ-ში გერმანული სასწავლო პროგრამის ადაპტაციაში. 2015 წლიდან GLAპასუხისმგებელია ორდიპლომიანი პროგრამის მართვაზე.

 

ჩვენი მომსახურება:

·ლოგისტიკაში ორდიპლომიანი პროგრამის ჩამოყალიბება სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე

·TH Wildau-ს და ორი გერმანელი პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (Flying faculty) პროგრამაში ჩართულობის მართვა

·ლოგისტიკის სასწავლო პროგრამის ადაპტაცია ადგილობრივ მოთხოვნებზე

·TH Wildau-ს და სტუ-ს მხარდაჭერა პროგრამის აკრედიტაციის პროცესში

·საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის მონიტორინგი

·სტუ-ს აკადემიური პერსონალის გადამზადება, სტუდენტებისთვის გერმანიაში სასწავლო ტურების ორგანიზება

·სტუდენტებისთვის პრაქტიკის ორგანიზება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში