საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ოპერირების სარეფერენციო მოდელის (SCOR) დანერგვა

საქართველოში მიწოდების ჯაჭვის ოპერირების სარეფერენციო მოდელის (SCOR) დანერგვა

პროექტის მიზნები

USAID საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის(EPI) მხარდაჭერით GLA-მ განახორციელა საქართველოს სხვადასხვა სექტორებში მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობების და მართვის პრაქტიკის შედარებითი ანალიზი. აღნიშნული ხასიათის კვლევა პირველად ჩატარდა კავკასიის რეგიონში და მისი მიზანი იყო ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს 30-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ.

 

 

ჩვენი მომსახურება:

·ყოფილი Supply Chain Council (USA)-ის ქართული წარმომადგენლობის დაფუძნება

·SCOR-ზე დაფუძნებული შედარებითი ანალიზის ჩატარება შემდეგ სექტორებში: საცალო ვაჭრობა და დისტრინბუცია, ფარმა, საკვები პროდუქტების წარმოება და ელექტრონიკა

·ქართული კომპანიების მხარდაჭერა SCOR-ის სტანდარტების დანერგვაში

·კომპანიების წარმომადგენლების ტრენინგი SCOR-ის ინდიკატორებში

·ყოფილ Supply Chain Council-თან თანამშრონლობით

SCOR-ის სასერთიფიკატო კურსების ჩატარება