საქართველოში საწყობის ბიზნესის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა

საქართველოში საწყობის ბიზნესის განვითარების მიზანშეწონილობის კვლევა

კონსალტინგი ლოგისტიკაში და მენეჯმენტში

პროექტის მიზნები

JRS Way წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტანსაცმლის საცალო ვაჭრობა. საქართველოს სასაწყობო ბაზარზე განვითარებული მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გადაწყვიტა განეხილა საწყობის ბიზნესში შესვლა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში საწყობის ბიზნესის განვითარების მიზანშეწონილობის ანალიზი და დამკვეთისთვის სტრატეგიული რეკომენდაციების ჩამოყალიბება საწყობის ლიკაციასთან და ოპერირების ბიზნეს მოდელთან დაკავშირებით.

 

ჩვენი მომსახურება

  • საქართველოს სასაწყობო ბაზრის შეფასება
  • კონკურენტების ანალიზი, რომელმაც მოიცვა: კონკურენტების იდენტიფიცირება, მათი მომსახურება, ინფრასტრუქტურა, ფასები, არსებული სიმძლავრეები
  • საწყობის მაკრო და მიკრო ლოკაციის ანალიზი
  • თბილისში ყველაზე ოპტიმალური მიწის ნაკვეთის შერჩევა, ნაკვეთებზე ვიზიტების და ნაკვეთის მფლობელებთან შეხვედრების ორგანიზება
  • საწყობის ტერიტორიის გეგმის და მისი დეტალური დიზაინის დამუშავება CAD-ის პროგრამაში
  • საწყობის ბიზნეს გეგმის დამუშავება, რომელიც მოიცავდა მშრალ, ტემპერატურული კონტროლის და ცივ სექტორებს
  • პოტენციური კლიენტების გამოვლენა და დამკვეთის მხარდაჭერა მათ მოზიდვაში
  • კლიენტის მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან პროექტისთვის საჭირო დადინანსების მოპოვებაში