საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარაგების მართვის და სასაწყობო ლოგისტიკის გაუმჯობესება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარაგების მართვის და სასაწყობო ლოგისტიკის გაუმჯობესება

შესაძლებლობის განვითარება

პროექტის მიზნები

ამ პროექტის მიზანი იყო მომსახურების სააგენტოს (SA)მარაგების მართვისა და სასაწყობო ლოგისტიკის გაუმჯობესება ეფექტიანი საწყობის მართვის სისტემის დანერგვის მეშვეობით. პროექტის მთავარ მიღწევას წარმოადგენდა ორგანიზაციაში ლოგისტიკური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა და ლოგისტიკური პროცესების მართვის სისტემატიზაცია. ამ პროექტში GLA-ს კლიენტს წარმოადგენდა USAID HICD Plus-ის პროგრამა.

 

ჩვენი მომსახურება

·შემდეგი ლოგისტიკური პროცესების შესწავლა: ორგანიზაციული სტრუქტურა, მარაგების მართვა, სასაწყობო ინფრასტრუქტურა და ოპერაციები, ტრანსპორტი და მარშრუტების დაგეგმვა

·ლოგისტიკის კროს-ფუნქციონალური ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და დანერგვა

·მარაგების ABC ანალიზი და მათი კატეგორიზაცია მათი ღირებულების და ბრუნვის სისწრაფის (Inventory turn level) მიხედვით, რომელიც მიმართული იყო სასაწყობო ფართის და საქონლის აგროვების პროცესის ოპტიმიზაციისკენ

·მარაგების მართვის და სასაწყობო ოპერაციების სტანდარტული საოპერაციო პროცედურების (SOP) ჩამოყალიბება და მათ დანერგვაში მხარდაჭერა

·თბილისში, ახალციხესა და სამტრედიაში მდებარე საწყობების ტერიტორიების გეგმების და საწყობების დიზაინის ჩამოყალიბება

·ტვირთების დამუშავების სისტემების და ტექნიკის (სტელაჟები, სატვირთელები, შტრიხკოდის სისტემები დაშ.) საჭიროებების განსაზღვრა და ბიუჯეტირება

·არსებული ERPსისტემის მოდიფიცირებისთვის ფუნქციონალური სპეციფიკაციების ჩამოყალიბება შტრიხკოდის სისტემის ინტეგრაციის გათვალისწინებით. მოდიფიცირების პროცესში SA-ს მხარდაჭერა

·SA-ს თანამშრომლების ტრენინგი შემდეგ მოდულებში: მარაგების მართვა, სასაწყობო ლოგისტიკა, ERP აპლიკაციები- საწყობის მართვის სისტემა (WMS)მარშტუტების დაგეგმვა