GLA სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება

GLA სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) დაეხმარება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (NASP) უძრავი და მოძრავი ქონების მართვასა და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) HICD პროგრამის მიერ.

პროექტის ფარგლებში GLA დეტალურად შეისწავლის NASP-ის მოძრავი და უძრავი ქონების მართვასა, ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ სტრუქტურას, ბიზნეს პროცესებს  და შეიმუშავებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც NASP-ს დაეხმარება პროცესების ოპტიმიზაციაში და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებაში.

2016 წლიდან GLA აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებაში ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით. 2019 წელს USAID-ის მხარდაჭერით GLA დაეხმარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სასაწყობო ლოგისტიკისა და მარაგების მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში. მანამდე, 2016-2018 წლებში GLA-ს ექსპერტები ჩართულები იყვნენ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ლანორატორიული მასალების მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებასა და ახალი სასაწყობო ინფრასტრუქტურის დაგეგმვაში. აღნიშნული პროექტი განხორციელდა აშშ-ს თავდაცვისა და საფრთხის შემცირების სააგენტოს (DITRA) პროგრამის ფარგლებში.