GLA-მ და GIZ-მა ერთობლივი ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა ჩაატარეს

GLA-მ და GIZ-მა ერთობლივი ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა ჩაატარეს

4 ივნისს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ჩაატარეს ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში პროფესიული სწავლების განვითარების საჭიროებებს და პერსპექტივებს.

შეხვედრაზე განხილული იყო სექტორში პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევის შედეგები, რომელიც GLA-მ GIZ-ის დაკვეთით გასულ თვეში ჩაატარა. ფოკუს-ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდნენ ტრანსპორტის, ლოგისტიკის, საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის დარგების წარმომადგენლები. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებულ მოთხოვნებზე პროფესიული განათლების განვითარების კუთხით და განიხილეს მოთხოვნადი პროფესიები და კვალიფიკაციები, რომელთა განვითარება საჭიროა ლოგისტიკის ბაზარზე შექმნილი საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

შეხვედრაზე GLA-მ წარმოადგინა მისი გეგმები, რომლებიც უკავშირდება ასოციაციასთან არსებული მრჩეველთა საბჭოს შექმნას, რომელიც იმუშავებს ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში დუალური პროფესიული განათლების განვითარების საკითხებზე. აღნიშნული საბჭოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს დარგში არსებული საჭირო უნარებისა და კომპეტენციების მუდმივი ანალიზი და პროფესიული სასწავლებლების მხარდაჭერა ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული დუალური პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებაში.