GLA-სთან თანამშრომლობით საქართველოში ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა იწყება

GLA-სთან თანამშრომლობით საქართველოში ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა იწყება

კავკასიის უნივერსიტეტი(CU) და ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau) საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან (GLA) თანამშრომლობით და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მხარდაჭერით იწყებენ ინგლისურენოვან, საერთაშორისო პროგრამას ციფრულ ლოგისტიკის მენეჯმენტში (DLM).

DLM (Digital Logistics Management) წარმოადგენს კავკასიის რეგიონში ერთადერთ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კავკასიის და ვილდაუს უნივერსიტეტების ერთობლივ, საერთაშორისო დიპლომს და მოიპოვებს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს საინჟინრო ლოგისტიკაში.

პროგრამა ინოვაციური და მულტიდისციპლინურია, რომელიც აძლევს სტუდენტს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას. ლექციების 80 პროცენტი წარიმართება წამყვანი გერმანელი პროფესორების მიერ, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. DLM მოიცავს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ელემენტებს და შემთხვევების ანალიზებს(Case studies), რომლებიც სტუდენტს აძლევს ღრმა პრაქტიკულ ცოდნას და საშუალებას მოახდინოს სწრაფი კარიერული ზრდა ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით.  

კვლევების და პრაქტიკული სწავლების კუთხით, GLA და მისი წევრები აქტიურად ითანამშრომლბენ DLM-სთან. თანამშრომლობა მოიცავს, როგორც DLM-ს სტუდენტების ჩართვას კვლევების და შემთხვევების ანალიზებში, ასევე მათთვის პრაქტიკის შეთავაზებას და სამაგისტრო თემების ხელმძღვანელობას უცხოელ პროფესორებთან თანამშრომლობით.