GLA-მ კავკასიაში უნიკალური ლოგისტიკის ლაბორატორია წარმოადგინა

GLA-მ კავკასიაში უნიკალური ლოგისტიკის ლაბორატორია წარმოადგინა

15 ივნისს პროფესიული განათლების ქართულ-გერმანულ დღეებზე GLA-ს სტენდზე წარმოდგენილი იქნა სტუ-ს და ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტთან- TH Wildau (გერმანია) თანამშრომლობით ჩამოყალიბებული ლოგისტიკის ლაბორატორია. აღნიშნული ლაბორატორია მოიცავს საწყობის ავტომატიზაციის სისტემებს და სიმულაციურ პროგრამებს. ლაბორატორია უნიკალურია სამხრეთ კავკასიაში და მისი გამოყენება ხდება არამარტო სასწავლო პროცესში, არამედ კომპანიების მენეჯერების და ლოგისტიკის პერსონალის გადამზადებისთვის. GLA-ს და TH Wildau-ს ერთებლოვ სტენდს ესტუმრა გერმანიის ელჩი საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი და გერმანიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. სტენდზე იმყოფებოდა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესდნენ ლოგისტიკის ლაბორატორიით და გამოთქვეს ურთიერთთანამშრონლობის დიდი ინტერესი.