GLA-მ ნოვა-ში ტრენინგების სესია დაიწყო

GLA-მ ნოვა-ში ტრენინგების სესია დაიწყო

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პრორგამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფაგლებში საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) ქართულ სამშენებლო მასალების მწარმოებელ და სავაჭრო კომპანია ნოვა-ში ტრენინგების სესია დაიწყო. ტრენინგები ჩატარდება სამი მიმართულებით. ესენია: მიწოდების ჯაჭვის მენჯმენტი და მარაგების მართვა, სასაწყობო ლოგისიკა და ტრანსპორტირების დაგეგმვა. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს ნოვა-ს 60-ზე მეტი თანამშრომელი თბილისისა და ბათუმის ოფისებიდან.  

ტრენინგების კურსი შემუშავებული იქნა GLA-ს ექსპერტების მიერ ნოვა-ს მიწოდების ჯაჭვსა და ლოგისტიკაში  ჩატარებული საჭირო კომპეტენციების კვლევის საფუძველზე, რომელიც GLA-მ მიმდინარე წლის წლის ივლისსში ჩაატარა. ტრენინგების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ნოვა-ს პერსონალის გადამზადება თანამედროვე ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით  და კომპანიის მხარდაჭერა ლოგისტიკის მართვის სარეთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში.

ტრენინგის თემატიკა მოიცავს კომპანიაში მიწოდების ჯაჭვის მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებას, მარაგების მართვის სტრატეგიების დანერგვას, საწყობის ოპერირების თანამედროვე მიდგომებს და მეორადი ტრანსპორტირების/მიწოდების დაგეგმვის გაუმჯობესებას. ტრენინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სიტუაციური მაგალითების განხილვა და ინტერაქტიული სამუშაოები, რომლებიც ნოვა-ს ლოგისტიკის პერსონალს საშუალებას აძლევს  გაიღრმავოს თეორიული ცოდნა და გამოიყენოს საერთაშორისო საუკეთესო მაგალითები ლოგსიტიკური პროცესების დაგეგმვასა და ეფექტურობის  შეფასებაში.