საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანულ სექტორულ ორგანიზაცია “Skills for Logistics” გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე ბრიტანულ სექტორულ ორგანიზაცია “Skills for Logistics” გენერალურ დირექტორს შეხვდა

28 სექტემბერს, ქ. ბრისტოლში (დიდი ბრიტანეთი) საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე დიდი ბრიტანეთის ლოგისტიკის სექტორული ორგანიზაციის - “Skills for Logistics” გენერალურ დირექტორს დევიდ ქომბეს შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, ლოგისტიკის მიმართულებით დიდი ბრიტანეთის პროფესიული მომზადების და გადამზადების გამოცდილების გაზიარება და ორ ორგანიზაციას შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.

„Skills for Logistics“ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ლოგისტიკის სექტორში უმსხვილეს ორგანიზაციას, რომლის ამოცანას წარმოადგენს ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში პროფესიული სტანდარტების შემუშავება და დუალური პროფესიული მომზადების პროგრამების ფარგლებში საგამოცდო პროცესების ორგანიზება. გარდა ამისა, Skills for Logistics წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით ერთერთ ყველაზე მსხვილ ტრენინგ-ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს მოკლევადიან გადამზადების პროგრამებს და ტრენინგებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.

გიორგი დობორჯგინიძე და დევიდ ქომბესის შეხვედრა განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. განხორციელებული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს დარგობრივი ასოციაციების შეხვედრა დიდი ბრიტანეთის სექტორულ ორგანიზაციებთან და ბრიტანული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება პროფესიული განათლების განვითარებისა და მასში დარგობრივი ასიციაციების ჩართულობის კუთხით.