GLA-ს თავმჯდომარე გერმანიაში ლოგსიტიკის პროფესიულ განათლებაში მონაწილე ორგანიზაციებს და პროფესიულ დაწესებულებებს შეხვდა

GLA-ს თავმჯდომარე გერმანიაში ლოგსიტიკის პროფესიულ განათლებაში მონაწილე ორგანიზაციებს და პროფესიულ დაწესებულებებს შეხვდა

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვებსა და ლოგისტიკის პროფესიულ განათლებაში ჩართულ კომპანიებს, პროფესიულ დაწესებულებებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. ვიზიტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, რომელიც ახორციელებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას.

 

საქართველოს მხრიდან ვიზიტში მონაწილეობდნენ პროფესიული დაწესებულებების ხელმძღვანელები და ლოგისტიკური კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ლოგისტიკის დუალურ პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობით.

 

ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო გერმანული გამოცდილების გაზიარება სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით დუალური პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებასა და განხორციელებაში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა დუისბურგის პორტის ოპერატორთან (Duisport), ლოგისტიკურ კომპანია Geodis-თან, დუისბურგის საზღვაო და ვალტერ-რატენაუს ბიზნეს კოლეჯებთან. გარდა ამისა შეხვედრები ჩატარდა ნიდერრაინის სავაჭრო პალატასა და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიიის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ასოიაციასთან. შეხვედრების დროს განხილული იქნა ლოგისტიკის დუალური პროფესიული პროგრამების განხორციელების გერმანული მოდელები და ამ პროგრამების ფარგლებში ლოგისტიკური კომპანიებისა და პროფესიული დაწესებულებების ურთიერთთანამშრონმლობის საუკეთესო პრაქტიკა. ასევე განხილული იქნა დუალურ პროფესიულ განათლებაში სავაჭრო პალატების და ასოციაციების როლი და აქტივობები. გერმანული მხრიდან გამოითქვა საქართველოში ლოგისტიკის დუალური პროფესიული პროგრამების განვითარებაში ურთიერთთანამშორმლობის მზაობა.

 

2021 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით GLA ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია დამსაქმებლების აქტიური მონაწილეობით საქართველოში მაღალი ხარისხის დუალური პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბა და დანერგვა. კერძო სექტორთან აქტიური თანამშრონლობით GLA-მ შეიმუშავა საწყობისა და სატვირთო გადაზიდვების ექსპედირების სპეციალისტების პროფესიული და საგანმანათლებლო სტანდარტები. GIZ-ის და GLA-ს მხარდაჭერით 2023 წელს დაგეგმილია ზემოთაღნიშნული მიმართულებებით ორი დუალური პროგრამის განხორციელება.