BURO HAPPOLD-მა და GLA-მ კ. აფხაზის ქუჩის დიზაინის პროექტი წარმოადგინეს

14 სექტემბერს, ბრიტანულმა საინჟინრო კომპანიამ BURO HAPPOLD და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) წარმოადგინეს კოტე აფხაზის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნული პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის- „მობილობა ქალაქებისთვის (Mobility4Cities) ფარგლებში“. პროგრამას აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრონმლობის და განვითარების სამინისტრო (BMZ).

 

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ვორქშოპის ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ GIZ-ის და ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში BURO HAPPOLD-ის და GLA-ს მიერ წარმოდგენილი იქნა კოტე აფხაზის ქუჩის დიზაინის გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ქუჩაზე მდგრადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მობილობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მიდგომებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც უზრუნველყოფს კოტე აფხაზის ქუჩის ეფექტიან ინტეგრაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში და მისი მიმზიდველობის ზრდას, როგორც ქალაქ თბილისის ერთერი მნიშვნელოვაი ტურისტუი ლოკაციას.