GLA-მ ლოგისტიკის პროფესიული უნარების ფოკუს ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩაატარა

GLA-მ ლოგისტიკის პროფესიული უნარების ფოკუს ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩაატარა

31 მაისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) ჩაატარა ფოკუს ჯგუფის შეხვედრა, რომელიც ეხებოდა ტვირთების ექსპედირებაში პროფესიული სტანდარტების შემუშავებას. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ტვირთების ექსპედირების, მწარმოებლების, სავაჭრო კომპანიების, საერთაშორისო ექსპედიტორთა ასოციაციის, პროფესიული უნარების სააგენტოს და GIZ -ის წარმომადგენლებმა.

 

GLA-მ შეხვედრაზე წარმოადგინა ტვირთების ექსპედირებაში პროფესიული სტანდარტების ევროპული გამოცდილება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა განიხილეს პროფესიულ უნარებზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები და იმსჯელეს კომპეტენციებზე, რომელთა გათვალისწინება მნიშვნელოვანია ტვირთების ექსპედირების პროფესიულ სტანდარტებში.

 

ტვირთების ექსპედირებაში და სასაწყობო ლოგისტიკაში დუალური პროფესიული პროგრამის საჭიროება GLA-ს მიერ გამოვლენილ იქნა გასულ წელს, ლოგისტიკის სექტორში ჩატარებული პროფესიულ უნარებზე მოთხოვნის კვლევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა კომპანიამ. კვლევამ ანახა, რომ ლოგისტიკის დარგში არსებობს გამოცდილი კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი როგორც სატვირთო გადაზიდვებში, ასევე სასაწყობო ლოგისტიკაში. დუალური პროფესიული პროგრამების შექმნა ტვირთების ექსპედირების და სასაწყობო ლოგისტიკის მიმართულებით გამოვლენილი იქნა ლოგისტიკის დარგის განვითარების ერთერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად.

 

2021 წლიდან GIZ-ის მხარდაჭერით GLA ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში დუალური პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია დამსაქმებლების აქტიური მონაწილეობით ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში მაღალი ხარისხის დუალური პროფესიული პროგრამების ჩამოყალიბა და დანერგვა.