GLA-მ და კავკასიის უნივესიტეტმა გამართა პანელური დისკუსია მიწოდების ჯაჭვის რეგიონალურ გამოწვევებზე

GLA-მ და კავკასიის უნივესიტეტმა გამართა პანელური დისკუსია მიწოდების ჯაჭვის რეგიონალურ გამოწვევებზე

 

6 მაისს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციიამ (GLA) და კავკასიის უნივერსიტეტმა გამართეს პანელური დისკუსია თემაზე მიმდინარე გამოწვევები გლობალურ და რეგიონულ ლოგისტიკის სექტორში და საქართველოს შესაძლებლობები, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის- TH Wildau (გერმანია) პროფესორმა, უნივერსიტეტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰერბერტ ზონტაგმა, კომპანია პეპსიკოს მიწოდების ჯაჭვის პროექტების მართვის დირექტორმა გიორგი ერისთავმა, ლოჯისტიკს სოლუშენის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ცანკაშვილმა, კაიროს ლოჯისტიკსის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა და დიპლომატ ჯორჯიას ბიზნეს განვითარების დირექტორმა მერაბ ჟღენტმა. პანელს უძღვებოდა GLA-ს თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე.

 

პანელის მონაწილეეობმა შეაჯამეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელიც გამოწვეულია კოვიდ-19 პანდემიით და რუსეთ-უკრაინის ომით. გამოწვევების კუთხით გამოიკვეთა ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა გრძელვადიანი სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის განვითარება, დარგში ახალი ტექნოლოგიების და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ადამიანური კაპიტალის განვითარება. პანელისტაბმა ხაზი გაუსვეს კავკასიის სატრანსპორტო კორიდორის შესაძლებლობებს მოიზიდოს ტვირთების მნიშვნელოვანი ნაკადები და საქართველოს შესაძლებლობებს გახდეს რეგიონალური ლოგისტიკური და სავაჭრო ჰაბი.

 

პროფესორმა ზონტაგმა მიმოიხილა გერმანიის გამოცდილება ტრანსპორტის და ლოგისტიკის დარგის განვითარების კუთხით და ისაუბრა მიწოდების ჯაჭვში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ლოგისტიკაში ადამიანური რესურსის განვითარებისთვის კომპანიებსა და უნივერსიტეტების შორის როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევითი კუთხით ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

დისკუსიაში მონაწილე კომანიებმა ხასგაზსმით აღნიშნეს ლოგისტიკის დარგში გამოცდილი კადრების დეფიციტის პრობლემა და ისაუბრეს TH Wildau-ს და კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტში ერთობლივი სამაგიტრო პროგრამის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ სამაგისტრო პროგრამა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვში ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და ხელს შეუწყობს საქართველოს გაზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი.