საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია GIZ-ს მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია GIZ-ს მდგრადი ტრანსპორტის განვითარებაში დაეხმარება

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ეხება თბილისის ერთერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის განვითარების კონცეფციის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს მგდრადი ტრანსპორტის განვითარებას და სითბური გაზების შემცირებას.     

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდება GIZ-ის რეგიონალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხება სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.პროექტი მიზნად ისახავს სატრანსპორტო კორიდორში, რომელიც ვ. გორგასლის ქუჩას აკავშირებს გმირთა მოედანთან კ. აფხაზის ქუჩის და რუსთაველის გამზირის გავლით, სატრანსპორტო ნაკადების კომპლექსური კვლევის ჩატარებას. აგრეთვე სატრანსპორტო კორიდორში ინფრასტრუქტურის დეტალური შესწავლას და პარკინგების კვლევის განხორციელებას.       პროექტის ფარგლებში GLA-ს ურბანული ტრანსპორტის ექსპერტები ასევე შეისწავლიან მოძრაობის უსაფრთხოებასთან და კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებს და GIZ-ის ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ ინოვაციური გადაწვეტილებების შემუშავებაზე.    

 

ურბანული და მდგრადი ტრანსპორტის განვითარება წარმოადგენს GLA-ს ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. 2016 წლიდან, GLA აქტიურად არის ჩართული მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებაში. 2019 წელს ასოციაციის ექსპერტებმა იტალიის ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში გაიარეს რვა კვირიანი ტრენინგები ტრანსპორტის მოდელირებასა და სიმულაციაში. 2019 წლიდან დანიურ კომპანია Ramboll-თან თანამშორნლობით, GLA ჩართულია თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების გეგმის (SUMP) შემუშავებაში.