ჩვენს შესახებ

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში წამყვან არაკომერციულ, კვლევით-საგანმანათლებლო ორგანიზაციას ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში.

GLA ჩამოყალიბდა 2011 წელს, რომლის შექმნას საფუძველი ჩაუყარა პროფესიონალების ჯგუფმა, ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებიდან.

GLA-ს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ნეიტრალური პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ლოგისტიკის და მიწოდების ჯაჭვის სექტორს თანამედროვე ლოგისტიკის მენეჯმენტის ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში, ასევე ახალი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკის დანერგვაში.