ტრენინგები

GLA-ს ტრენინგები ეხმარება როგორც ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის დამწყებ სპეციალისტებს ისე გამოცდილ პროფესიონალებს, რომ გაიღმავონ ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • მიწოდების ჯაჭვის მართვა კომპანიებში
  • მოთხოვნის დაგეგმვა და შესყიდვების მართვა
  • მარაგების მართვა
  • სასაწყობო ლოგისტიკა
  • პროგრამული უნზრუნველყოფის ინტეგრაცია (WMS, TMS)
  • საწყობის დაგეგმარება და მართვა
  • ტრანსპორტი და დისტრიბუცია
  • მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება
GLA ყოველკვარტალურად ატარებს როგორც საჯარო ასევე კორპორაციულ ტრენინგებს:

 

ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი 

ტრენინგი მოიცავს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პრინციპებს და თანამედროვე ინტრუმენტებს. იგი განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი სპეციალისტებისათვის წარმოების, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და სხვა სექტორებიდან.

ტრენინგში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ:

  • მიწოდების ჯაჭვის ისნტუმენტები და სტრატეგიები
  • შესყიდვების დაგეგმვა და პროგნოზირება
  • მარაგების პრინციპები და მარაგების მართვის ძირითადი სტრატეგიები
  • მარაგების შევსების "Push” და „Pull" სისტემების გამოყენება
  • სასაწყობო ლოგისტიკა
  • დიტსრიბუციის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები
  • მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი (SCOR)

მოთხოვნის დაგეგმვა და შესყიდვების მართვა 

ტრენინგი მოთხოვნის დაგეგმვასა და შესყიდვების მართვაში განკუთვნილია სპეციალისტებისა და პროფესიონალებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ ისეთ სფეროებში, სადაც მნიშვნელოვანია გაყიდვების პროგნოზის სიზუსტე და შესყიდვების დანახარჯების შემცირება. სწავლება მოიცავს გაყიდვების მოთხოვნის პროგნოზირებისა და შესყიდვების მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ინსტუმენტების შესწავლას და სიტუაციური მაგალითების (Case Study) განხილვას.

ტრენინგის კურსი საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად შეისწავლოთ:

  • მოთხოვნის დაგეგმვის თანამედროვე მეთიდები და ინსტრუმენტები
  • გაყიდვების პროგნოზის ანალიზი, სიზუსტე, გადახრები და შედეგები
  • შესყიდვების ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი
  • ასორტიმენტისა და მარაგების რენტაბელობის ანალიზი
  • პიკური პერიოდების განსაზღვრა და მათი მართვა
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა
  • მომწოდებლების შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები
  • ხარისხისა და სტანდარტების მართვა შესყიდვებში
  • გადაზიდვების ადმინისტრირება (დოკუმენტაცია, პროცედურები, ინკოტერმსი)

მარაგების მართვა და კონტროლი 

ტრენინგის კურსი მარაგების მართვასა და კონტროლში განკუთვნილია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი სპეციალისტებისთვის. კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა რითეილის, დისტრიბუციის და წარმოების სფეროების ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის. კურსი საშუალებას მისცემს დამსწრეებს შეისწავლონ მარაგების ანალიზის თანამედროვე მეთოდები, მართვის სტრატეგიები და ინსტრუმენტები, დანახარჯების შემცირების ხერხები.

ტრენინგის კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ შემდეგი ცოდნის დაუფლებას:

  • მარაგების ABC/XYZ კატეგორიზაცია და კატეგორიების მიხედვით მარაგების შევსების სტრატეგიების განსაზღვრა
  • მინიმალური-მაქსიმალური მარაგების, საშუალო მარაგის, სარეზერვო მარაგი (Safety stock) განსაზღვრა
  • მარაგების დანახარჯების ანალიზი და კონტროლი
  • დეფიციტური მარაგების ანალიზი (OOS)
  • შეკვეთის ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა (Economic Order Quantity)
  • მარაგების მართვის ავტომატიზაცია და კონტროლის ინსტრუმენტები (KPI)

სასაწყობო ლოგისტიკა 

ტრენინგი სასაწყობო ლოგისტიკაში წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომელიც განკუთვნილია საწყობის პერსონალისა და მენეჯერებისათვის, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ გაიღმავონ ცოდნა სასაწყობო ლოგისტიკის მიმართულებით. ტრენინგი მოიცავს საწყობის დაგეგმარებისა და მართვის სტრატეგიებსა და ტექნოლოგიებს. ტრენინგში მონაწილეს ეძლევა საშუალება შეისწავლოს საწყობის მართვის თანამედროვე მეთოდები და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც იძლევა პროცესების გაუმჯობესებისა და დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას.

ტრენინგში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ:

  • საწყობის დაგეგმვა: მოცულობების განსაზღვრა, საოპერაციო გეგმის შედგენა, სასაწყობო ტექნიკის საოპერაციო მახასიათებლები დ.ა.შ.
  • დასაწყობების სტრატეგიები (FIFO, LIFO, FEEFO, ზონირება, ასორტიმენტის განლაგება)
  • სასაწყობო ოპერაციების მართვა (საწონლის შერჩევა, შიდა მარშრუტების ოპრიმიზაცია, შეკვეთის მომზადება)
  • საწყობის მართვის სისტემის (WMS) ინტეგრაცია
  • ტრანსპორტირების დაგეგმვა, პროგნოზი და ეფექტურობა
  • საწყობის მართვის ეფექტურობის ინდიკატორების (KPI) ინტეგრაცია და კონტროლი
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

AjIVa