კონსალტინგი და კვლევები

GLA ეხმარება კომპანიებს და ორგანიზაციებს მათი ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებასა და დანახარჯების შემცირებაში. GLA-ს კონსულტანტთა ჯგუფი დაკომპლექტებულია ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებით, რომლებსაც გააჩნით მრავალიანი გამოცდილება მიწოდების ჯაჭვის მენეჯნეტსა და ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციაში.


ჩვენი ექსპერტები ქმნიან თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ლოგისტიკის, წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებში, რომლებიც მოიცავენ ჩვენს ნოუ-ჰაუსა და კომპეტენციებს შემდეგი პროცესების ანალიზსა და ომპტიმიზაციაში:


  • შესყიდვები
  • საწარმოო ლოგისტიკა
  • მარაგების მართვა
  • დასაწყობება
  • დისტრიბუცია
  • ტრანსპორტირება

 


ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია

ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა წარმოადგენს თქვენი კომპანიის კონკურენტუარიანობის ერთერთ უმთავრეს ფაქტორს.


GLA გთავაზობთ გადაწყვეტილებებსა და ნოუ-ჰაუს, რითაც თქვენ შეძლებთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის ზრდას და ლოგისტიკური დანახარჯების მკვეთრ შემცირებას.


ჩვენი კონსულტაციები ლოგისტიკური პროცესებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაში მოიცავს პროცესების დეტალურ შესწავლას მთლიანი მიწოდების ჯაჭვის გასწვრივ შესყიდვებიდან დისტრიბუციამდე. კერძოდ ჩვენი ანალიზის სფეროებს წარმოადგენს:


  • შესყიდვები
  • დასაწყობება
  • მარაგების მართვა
  • საწარმოო ლოგისტიკა
  • ტრანსპორტირება/დისტრიბუცია

 


ჩვენი კონსულტანტების გამოცდილი გუნდი აწარმოებს ზემოაღნიშნული კომპონენტების მიხედვით ლოგისტიკური პროცესების დეტალურ აუდიტს და ახდენს კომპანიის ლოგისტიკური პროცესების ინდივიდუალურ დაგეგმარებას და მთლიანი მოწოდების ჯაჭვის ოპტიმალურ დიზაინს, რომელიც ორიენტირებულია დანახარჯების შემცირებასა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.


აღნიშნულ პროცესში ჩვენ თქვენთან ერთად ვიხილავთ მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგალითად ისეთები როგორებიცაა:Just-in-time/Just-in-sequence, Kanban-ის პრინციპები, შესყიდვების რესტრუქტურიზაცია, ლოგისტიკური პროცესების აუთსორსინგი (3PL) სატრანსპორტო საშუალებების სტანდარტიზაცია და მარშრუტების ოპტიმიზაცია, ტვირთების კონსოლიდაცია, კლიენტებისა და მომწოდებლების ინტეგრაცია წარმოების პროცესებში. აღნიშნულ პროცესში ჩვენ თქვენთან ერთად ვანვითარებთ და ვნერგავთ ოპტიმალური დანახარჯების მქონე, მაღალეფექტურ ლოგისტიკურ ქსელს.


 კვლევები და ანალიზები


ბაზრის კვლევები - კომპანიები მუდმივად საჭიროებენ განახლებულ ინფორმაციას და მონაცემებს ბაზრებისა და მათი კლიენტების შესახებ. GLA ახორციელებს ბაზრის კვლევებსა და კონკურენტუნარიანობის ანალიზებს, რომელებიც ეხმარება კომპანიებსა და ორგანიზაციებს მართებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებასა და სტრატეგიულ პოზიციონირებაში. კვლევები და ანალიზი ხორციელდება შემდეგ სფეროებში: ლოგისტიკა და ტრანსპორტი, ლოგისტიკური უძრავი ქონება, საცალო და საბითუმო ვაჭრობა.


მიწოდების ჯაჭვის სექტორული კვლევა - GLA ატარებს საქართველოს მიწოდების ჯაჭვის სექტორის ყოველწლიურ კვლევას. კვლევაში მონაწილეობენ ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორებიდან. კვლევის მიზანია მონაწილე კომპანიების მიწოდების ჯაჭვის პროცესების ეფექტურობის შედარებითი ანალიზი თითოეული სექტორში. კვლევაში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა შეადარონ მათი ეფექტურობის მაჩვენებლები (KPI) მის კონკურენტ ორგანიზაციებს და გააუმჯობესონ მათი პროცესების ეფექტურობა.

დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

VB1h6