სიახლეები

წარმატებული პროექტი დიპლომატ საქართველოსთან - 5 დეკ 2018


დიპლომატ საქართველოს დაკვეთით საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) დაასრულა მუშაობა ლოგისტიკური ბაზრის კვლევაზე. პროექტი მოიცავდა საქართველოში ლოგისტიკურ მომსახურეობაზე მოთხოვნის დეტალურ შესწავლას. 

 

GLA-ს ექსპერტებმა საშუალება მოგვცეს მოგვეხდინა საქართველოში ლოგისტიკის ბაზრის განვითარების ობიექტური შეფასება, აცხადებს დიპლომატ საქართველოს ბიზნესის განვითარების დირექტორი - მერაბ ჟღენტი. GLA-ს გააჩნია მიწოდების ჯაჭვის მართვის და ლოგისტიკური პროექტების განვითარების კარგი გამოცდილება და ღრმა ექსპერტიზა. მათ წარმოგვიდგინეს ყოვლისმომცველი ბაზრის კვლევა და ოპტიმალური ბიზნეს მოდელები, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ მოთხოვნაზე. 


პროექტის ფარგლებში GLA-მ დეტალურად შეისწავლა მოთხოვნა ადგილობრივ და რეგიონალურ ლოგისტიკურ ბაზარზე, განსაზღვრა ბაზრის მოცულობა და წარმოადგინა ლოგისტიკური ბაზრის ათწლიანი პროგნოზი. პროექტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ლოგისტიკური სერვისის აუთსორსინგის მოთხოვნის შესწავლას და პროგნოზებს. ასევე დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონალური ბაზრის პერსპექტივებს და დიპლომატ ჯორჯიას როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ლოგისტიკური სერვისპროვაიდერის განვითარების შესაძლებლობებს. 


დიპლომატ საქართველო წარმოადგენს საქართველოში ერთერთ მოწინავე საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომლის უმსხვილეს კლიენტებს წარმოადგენენ Procter & Gamble და Nestle. კომპანია საქართველოში მოღვაწეობს 2008 წლიდან. იგი ოპერირებას უწევს A კლასის სასაწყობო ინფრასტრუქტურას და გააჩნია ერთერთი ყველაზე დიდი საავტომობილო პარკი. კომპანია იყენებს SAP ERP-ის სისტემას რომლის მეშვეობით იგი ახორციელებს მიწოდების ჯაჭვის ისეთი ოპერაციების დაგეგმვას და კონტროლს როგორებიცაა საწყობის მართვა, მარშრუტების დაგეგმვა ტერიტორიების მიხედვით, მათი ოპტიმიზაცია სავაჭრო წარმომადგენლებისა და მიწოდების სამსახურისათვის და პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

5ewTw