საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) დაასრულა მორიგი ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტში ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კომპანიების წარმომადგენლებმა ფარმაცევტიკის, წარმოების და დისტრიბუციის სფეროებიდან. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებთაც სურდათ ცოდნის გაღრმავება ლოგისტიკის მიმართულებით. ტრენინგში მონაწილეებს გადაეცათ ერთობლივი სერთიფიკატები.
GLA-ს მორიგი ტრენინგი იგეგმება 2019 წლის მარტის თვეში თემაზე ხარისხის მართვა და კონტროლინგი ლოგისტიკაში. ტრენინგს გაუძღვება გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯმენტში. ტრენინგის სილაბუსი და მონაწილეობის პირობები გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე მოგვიანებით. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ info@gla.ge, ტელ: 2 10 27 01.