სიახლეები

GLA აცხადებს ტრენინგების ახალ პროგრამას - 22 თებ 2018


საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) აცხადებს ტრენინგების ახალ პროგრამას კომპანიების წამომადგენლებისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის. 

 

2018 წლის მარტიდან GLA ყოველკვარტალურად ჩატარებს ტრენინგებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. მონაწილეს შეუძლია აირჩიოს როგორც მთლიანი კურსი, ასევე მისი ცალკეული მოდულები მაგ. მოთხოვნის დაგეგმვა და შესყიდვების მართვა, მარაგების მართვა, სასაწყობო ლოგისტიკა. 


ტრენინგს უძღვებიან საქართველოს ლოგისტიკის დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი დასავლური საერთაშორისო გამოცდილება. 


ტრენინგი მოიცავს ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის პრინციპებისა და კომპანიებში ლოგისტიკის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მეთოდების შესწავლას. იგი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი სპეციალისტებისათვის წარმოების, ვაჭრობის, ლოგისტიკისა და სხვა სექტორებიდან. ტრენინგში მონაწილეობა საშუალებას მისცემს მონაწილეს შეისწავლოს: 


  • მიწოდების ჯაჭვის ინსტრუმენტები და სტრატეგიები 
  • შესყიდვების დაგეგმვა და პროგნოზირება 
  • მარაგების მართვის პრინციპები და სტრატეგიები 
  • მარაგების შევსების "Push” და „Pull" სისტემების გამოყენება 
  • სასაწყობო ლოგისტიკა 
  • დისტრიბუციის ძირითადი პრინციპები და ფუნქციები 
  • მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი 

მონაწილეებს, რომლებიც წარმატებულად დაასრულებენ ტრენინგს გადაეცემათ GLA-ს სერთიფიკატი. სრული კურსის ხანგრძლივობა არის 24 სთ, ხოლო თითოეული ზემოაღნიშნული მოდულის 3 დან 6 საათამდე. 

მონაწილეს შეუძლია ტრენინგზე რეგისტრაცია გაიაროს შემდეგი ბმულით 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ GLA-ს ვებსაიტი ან დაგვიკავშირდეთ: 
სოფო ჯაფარიძე Email: sjaparidze@gla.ge მობ: 599969611 
გიორგი დობორჯგინიძე Email: gdoborjginidze@gla.ge მობ: 577473332
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

zwfuY