სიახლეები

GLA უზბეკეთში ტრენინგებს ატარებს - 5 დეკ 2017


გასულ კვირას უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენშტი საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) მორიგი ტრენინგი ჩაატარა ლოგისტიკასა და ტვირთების საერთაშორისო ექსპედირებაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთში მოქმედმა წამყვანმა სატრანსპრტო და ლოგისტიკურმა კომპანიებმა. ტრენინგი განხორციელდა USAID-ის პროგრამა ცენტრალურ აზიაში- „Competitiveness, Trade and Jobs in Central Asia" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. 

 

ტრენინგი შედგებოდა 14 მოდულისაგან როგორებიცაა: ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, სატრანსპორტო გადაზიდვები (ყველა სახის ტრანსპორტი), სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება, დაზღვევა, საბაჟო პროცედურები, ხარისხის მართვა. ტრენინგის ერთერთი თემატიკა შეეხო ხილისა და ბოსტნეულის ლოგისტიკას, რომელიც შემუშავებულ იქნა USAID ZRDA-ს პროგრამის ფარგლებში. 


2014 წლიდან GLA წარმატებით ახორციელებს სასერთიფიკატო კურსებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. ტრენინგები მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: შესყიდვები, მარაგების მართვა, სასაწყობო ლოგისტიკა, დისტრიბუცია, სატრანსპორტო გადაზიდვები, მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი. ტრენინგებს უძღვებიან GLA-ს ინსტრუქტორები, რომლებსაც მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში. GLA-ს სასერთიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ფოკუს-ჯგუფები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და მომსახურეობის სფეროებიდან.
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

Ucs0e