სიახლეები

GLA-მ ტაჯიკეტში ტრენინგი ჩაატარა - 31 ივლ 2017


ივლისის თვეში ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი ლოგისტიკასა და საერთაშორისო ექსპედირებაში. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპედიტორულმა და სატრანსპორტო კომპანიებმა.

ტრენინგის ნაწილობრივი დაფინანსება განახორციელა USAID-ის პროგრამამ ცენტრალურ აზიაში- „Competitiveness, Trade and Jobs in Central Asia" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ). ტრენინგის თანადაფინანსება თვითონ მონაწილე კომპანიებმაც განახორციელეს. 

ტრენინგმა მოიცვა სულ 14 მოდული მაგალითად: ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, სატრანსპორტო გადაზიდვები (ყველა სახის ტრანსპორტი), სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება, დაზღვევა, საბაჟო პროცედურები, ხარისხის მართვა. ტრენინგში მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სატესტო გამოცდა გადაეცათ ექსპედიტორთა საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) დიპლომები.

2014 წლიდან GLA აქტიურად ატარებს სასერთიფიკატო კურსებს და კორპორაციულ ტრენინგებს ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში. ტრენინგები მოიცავს შემდეგ ძირითად მოდულებს: შესყიდვები, მარაგების მართვა, სასაწყობო ლოგისტიკა, დისტრიბუცია, სატრანსპორტო გადაზიდვები, მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობის შეფასება და კონტროლი. ტრენინგებს უძღვებიან GLA-ს ინსტრუქტორები, რომლებსაც მრავალწლიანი ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის სფეროში. GLA-ს სასერთიფიკატო კურსებისა და ტრენინგების ფოკუს-ჯგუფები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ვაჭრობის, წარმოების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და მომსახურეობის სფეროებიდან.
დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

7Uesq