სიახლეები

GLA იწყებს ტრენინგებს ხილის და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომ მართვაში - 18 აპრ 2017


2017 წლის ივნისიდან საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) პროექტ USAID ZRDA-სთან თანამშრომლობით იწყებს სასერთიფიკატო კურსებს მოსავლის აღების შემგომი პროცესების მართვაში.


კურსისუმთავრეს მიზანს წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის შემდგომი პროცესების მართვაში მონაწილე მხარეების კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა, როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე.


ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: მოსავლის აღების პროცესის მართვა, დასაწყობებისა და შენახვის ტექნოლოგიები,შეფუთვისა და დახარისხების პროცესები, ტრანსპორტირება და მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირება. ტრენინგი ორიენტირებულია ფერმერებზე, ხილის გადამამუშავებელ საწარმოებზე, ცივი საწყობების ოპერატორებზე, ასევე სტუდენტებსა და იმ დაინტერესებულ პირებზე რომლებსაც სურთ აღნიშნული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება და კარიერული ზრდა.


ტრენინგები ჩატარდება USAID ZRDA-ს რეგიონალურ ცენტრებში: ზუგდიდი, ახალციხე, გორი, მარნეული. გარდა ამისა იგეგმება სასერთიფიკატო კურსის ჩატარება თბილისში, რომელიც მოიცავს ისეთ დამატებით მოდულებს როგორებიცაა ხარისხის კონტროლი, ექსპორტის ოპერაციები, ტრანსპორტირება და დასაწყობება, მარკეტინგი.


ტრენინგს გაუძღვებიან ქართველი ტრენერები, რომლებსაც აქვთ როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო გამოცდილება. ტრენინგისთვის შემუშავებულ იქნა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს ასევე პრაქტიკულ მაგალითებს და რჩევებს, რომლებიც დაკავშირებულია მოსავლის აღების ეფექტიანობის ამაღლებასა და დანაკარგების შემცირებასთან.


ტრენინგზე რეგისტრაციის დასაწყისია 2017 წლის 15 მაისი. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 32 210 27 01 ან +995 99 969 511, ელ.ფოსტა: sjaparidze@gla.ge.

დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

LJEC7