7 მარტს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი დობორჯგინიძემ ურბან ლაბორატორიაში ღია ლექცია ჩაატარა თემაზე ურბანული სატვირთო გადაზიდვები და „სითი ლოგისტიკა". ლექციას ესწრებოდნენ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის, ურბანული დაგეგმარების ჯგუფის, სადისტრიბუციო კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ლექციაზე განხილული იყო სატვირთო გადაზიდვების როლი საქალაქო ტრანსპორტში, არსებული პრობლემები და გამოწვევები. წარმოდგენილი იყო საუკეთესო პრაქტიკა ევროპული ქალაქის მაგალითზე, სადაც განხილული იყო ის საჭირო ინსტრუმენტები და ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება საქალაქო ტრანპორტის ოპტიმიზაციას, ეკოლოგიურობის გაუმჯობესებას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. ლექციაზე წარმოდგენილი იქნა თბილისის ლოგისტიკური ცენტრის კონცეფცია და განხილული იქნა ის დადებითი შედეგები, რომელიც ასეთმა ინფრასტრუქტურამ შეიძლება იქონიოს თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის ოპტიმიზაციაზე. შემაჯამებელ ნაწილში წარმოდგენილი იქნა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის რეკომენდაციები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია თბილისის მდგრადი სატრანსპორტო სისტემის კონცეფციის ჩამოყალიბებასა და ლოგისტიკის გეგმის, როგორც ურბანული განვითარების გეგმის ნაწილის შექმნასთან.
ლექციის შემდეგ მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია. განსაკუთრებული ინტერესი გამოითქვა თბილისში ლოგისტიკური ცენტრის განვითარების პროექტის მიმართ. მონაწილეებმა გაიზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ აუცილებელია როგორც საჯარო ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორების აქტიური მონაწილეობა იმისათვის, რომ შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და მოხდეს მისი ეფექტური განხორციელება.
საჯარო ლექციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულში:
wevrobis ganacxadis forma
Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.
* ამ ველის შევსება აუცილებელია