სიახლეები

GLA ცივი ჯაჭვის გლობალური ალიანსის პარტნიორი გახდა - 24 ოქტ 2016


2016 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას აშშ-ს ცივი ჯაჭვის გლობალურ ალიანსთან (GCCA-Global Cold Chain Alliance). GLA-სა და GCCA-ს პერტნიორობა მოიცავს საქართველოში ცივი ჯაჭვის მენეჯმენტსა და სასაწყობო ლოგისტიკაში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას და კვალიფიკაციის ამაღლებას.


საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცი GCCA-სთან თანამშრომლობით ადგილობრივ კომპანიებს შესთავაზებს სვადასხვა სახის სასერთიფიკატო პროგრამებსა და ტრენინგებს შემდეგი მიმართულებებით: ცივი საწყობის დაგეგმვა, მართვა და ტექნოლოგიები, საკვები პროდუქტების ლოგისტიკა, ტრანსპორტირება და სხვა. გარდა ამისა GLA ამერიკელ ექსპერტებთან ერთად დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს ცივი საწყობების დაგეგმარებაში, მართვის სისტემების დანერგვაში და ცივი ჯაჭვის მართვაში.


GLA-ს წევრები მიიღებენ წვდომას GCCA-ს კონფერენციებსა და სემინარებზე. გარდა ამისა მათ ექნებათ საშუალება გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკას ცივი ჯაჭვის მართაში და მიიღონ რეკომენდაციები ამერიკელი კოლეგებისგან.


GCCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთერთ წამყვან ორგანიზაციას ცივი ჯაჭვის მართვასა და სასაწყობო ლოგისტიკაში. GCCA-ს თავის საქმიანობას ახორციელებს მსოფლიოს 75 ქვეყაში და ჰყავს 1300 წევრი. ორგანიზაციის პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები ცივი დასაწყობებისა და ტრანსპორტირების სფეროში ისეთები როგორებიც არიან: International Association of Refrigerated Warehouses, World Food Logistics Organization, International Refrigerated Transportation Association, International Association for Cold Storage Construction.


საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია წარმოადგენს კავკასიაში წამყვან არაკომერციულ ორგანიზაციას ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის სფეროში. მის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ორგანიზაციებსა და კომპანიებში მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის პროცესების გაუმჯობესება და ამ სფეროში ჩართული პერსონალის გადამზადება/სერთიფიცირება. 2013 წლიდან GLA-მ აშშ-ს ორგანიზაცია Supply Chain Council-თან (დღეს უკვე APICS SCC) თანამშრომლობით დაიწყო მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში საერთაშორისო სტანდარტების- Supply Chain Operations Reference (SCOR) დანერგვა საქართველოში მოქედ ორგანიზაციებში. 2011 წლიდან GLA-მ წარმატებულად განხორციელა 30-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი და 10-ზე მეტი ბაზრის კვლევა.

დაგვირეკეთ: +(995 32) 2 10 27 01 ან მოგვწერეთ:: info@gla.ge

wevrobis ganacxadis forma

Ggavecani saqarTvelos logistikis asociaciis wevrobis pirobebs,msurs gavxdewevri da monawileoba miviRo mis saqmianobaSi.

* ამ ველის შევსება აუცილებელია

 

zogadi informacia

*
*
*
*
*
*

iuridiuli informacia

*
*
*
*

sakontaqto pirovneba

*
*
*
*

wevrobis tipi

რეგულარული წევრი არაკომერციული ორგანიზაცია ინდივიდუალური წევრი

wevrobis ganacxadis forma

gTxovT upasuxoT


ras eliT saqarTvelos logistikis asociaciis wevrobisgan?




ra migaCniaT saqarTvelos logistikis asociaciis muSaobis prioritetad?




ra iqneba Tqveni an Tqveni kompaniis wvlili / aqtivoba saqarTvelos logistikis asociaciaSi?


usafrTxoebis kodi *

iNnwp